1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის, მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირები.
2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვა).
3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა );
ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია);
ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის