1. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ან მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის ფუნქციონირების ტექნიკური მიზეზით შეფერხების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს დაუყოვნებლივ ატყობინებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამის შეფერხების, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი – სააგენტოს უფლებამოსილ მოსამსახურეს – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის ფუნქციონირების შეფერხების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე აწვდის ელექტრონული საშუალებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი მოსამსახურისთვის შეტყობინება