1. სასამართლო, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოტანილი შესაბამისი განაჩენის ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიწოდების, აგრეთვე, განაჩენის საჯაროდ გამოცხადების დღეს, აღნიშნულ ორგანოებს დაუყოვნებლივ, ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, აწვდის მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას (მსჯავრდებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი/ნაწილი, რომლითაც არის მსჯავრდებული; ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის შესახებ; ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) – სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე უგზავნის სააგენტოს. ინფორმაციაში აღინიშნება:
ა) მოვალის (მსჯავრდებულის) საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ნომერი;
გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღი.
3. სააგენტო უზრუნველყოფს მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსთვის (შემდგომ – პრობაციის ბიურო) ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/განაჩენის ასლის დაუყოვნებლივ მიწოდება