თავი X — 4. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულება
1. მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოება წყდება.
2. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება, თუ იგი გადაიხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაზარალებულის კომპენსაციას, მსჯავრდებული აანაზღაურებს დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.10.2025 კანონი №986
- 03.09.2025 კანონი №956
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება