„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№956-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.102815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შესაბამისი პირისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ნაწილში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის Xთავი:

„თავი X4. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულება

მუხლი 4411. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესი

1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს, განუმარტავს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულების შესრულების წესებსა და პირობებს და პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.

5. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება.

6. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც დაკისრებული აქვს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოებას.

7. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახება.

მუხლი 44 12. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლი და ზედამხედველობა

1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ოფიცრისა და სააგენტოს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები.

3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 4413. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის გარდაცვალებისას სააღსრულებო წარმოება წყდება.

2. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში განაჩენთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება შეწყდება, თუ მსჯავრდებული გადაიხდის დაზარალებულის კომპენსაციას ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2025 წ.

N956-IVმს-XIმპ