„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესრულდება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიება.“.
2. 4411 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფაზე, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფა ხდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.“.
3. 4413 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4413. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა
„1. მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოება წყდება.
2. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება, თუ იგი გადაიხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაზარალებულის კომპენსაციას, მსჯავრდებული აანაზღაურებს დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 ოქტომბერი 2025 წ. N986-IVმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №986-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 070030000.05.001.102833.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №986-IVმს-XIმპ, 16.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.102833 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6648520/