1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის
კანონი №2049
– ვებგვერდი, 17.03.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4628
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის

კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023