1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მსჯავრდებულისთვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირისთვის (შემდგომ – მსჯავრდებული) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის პროცედურებს.

2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულ პირზე.

3. ამ წესის მიზანია მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა კოორდინირებული მოქმედებების განსაზღვრ