1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ მონაცემების მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამიდან ამოღების საფუძველია:
ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ბიუროში ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია;
ბ) მსჯავრდებულის (მოვალის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
გ) დაზარალებულის მიერ უარის თქმა მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ან სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (დასრულების) თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება აგრეთვე უნდა დასტურდებოდეს სააგენტოში წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება სააგენტოს ეგზავნება ელექტრონული ფორმით, რომელშიც აისახება:
ა) მოვალის (მსჯავრდებულის) საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი;
გ) სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (დასრულების) თარიღი;
დ) ინფორმაცია მოვალის (მსჯავრდებულის) მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების/დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ.
4. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი პრობაციის ბიუროსთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაუყოვნებლივ მიწოდება