1. სამედიცინო და სოციალური პროგრამების დასახელება:
ა) სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
ბ) აუტისტური სპექტრის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება;
გ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება;
დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება;
ე) ცელიაკის და ცისტური ფიბროზის მქონე პირების ფინანსური დახმარება;
ვ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ზ) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა ;
ი) მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
კ) დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების ფინანსური დახმარება;
ლ) 21-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება;
მ) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება;
ნ) ხანძრის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა;
ო) საშენი მასალებით დახმარება;
პ) სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;
ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
რ) ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 18 წლამდე პირების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება;
ს) ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება;
ტ) დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების საკურორტო დახმარება.
2. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მიხედვით), რომელთა რეგისტრაციის მისამართიც არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ.
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები.
3. პროგრამით მოსარგებლე პრიორიტეტულ ჯგუფებს განეკუთვნებიან:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ;
დ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;
ე) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი;
ზ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები და მათი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები.
4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად (გარდა ამ პროგრამის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურებისა) პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მცხეთის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვამდე 3 თვით ადრე მაინც.
5. ბენეფიციარზე სამედიცინო მომსახურებისთვის გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 4000 (ოთხი ათასი) ლარ