1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას:

ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;

ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით.

2. დაფინანსების ზედა ზღვარი (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე გადასახდელი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარს.

ა) 501 ლარამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) 501 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად, კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია);

გ) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).

3. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (501ლარიდან – 3000 ლარამდე) დაფინანსება შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების 100%-მდე-(3000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

5. თანადაფინანსების შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სახელმწიფო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით.

6. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსებაზე უარი, თუ:

ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

ბ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება;

გ) პირი თავისი ნებით უარს აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე და/ან კლინიკას შეწყვეტილი აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა;

დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია;

ე) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება;

ვ) დაინტერესებული პირი ითხოვს:

ვ.ა) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

ვ.ბ) ესთეტიკური ქირურგიის კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი;

ვ.გ) სტომატოლოგიური მომსახურების და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით);

ვ.დ) შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

ვ.ე) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები, სათვალე, ლინზები) გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით;

ვ.ვ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;

ვ.ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით);

ვ.თ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურების – გამოკვლევის დაფინანსებას (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა);

ვ.ი) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურებას – ინტრავიტრიალური (ი/ვ) ინიექციის დაფინანსებას;

ვ.კ) მშობიარობა (მათ შორის საკეისრო კვეთა), გარდა თანმდევი სხვა სამედიცინო მომსახურებისა;

ვ.ლ) მედიკამენტის დაფინანსებას;

ვ.მ) ტრანსპლანტაციის ხარჯები;

ვ.ნ) ფიზიოთერაპია-რეაბილიტაცია (გარდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებისა – წელიწადში არაუმეტეს 2000 ( ორი ათასი) ლარისა);

ვ.ო) საექსპერტო მომსახურების დაფინანსებ