1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში, მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას.

2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურებ