1. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად და შესაბამისი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის წევრთა შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის და ამ პროგრამის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

5. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერ