1. პროგრამა ითვალისწინებს 2024 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით ქალაქ სამტრედიაში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0-F84.9) ყოველთვიურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით.

2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ქალაქ სამტრედიაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);

დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი,სულ მცირე ADOS-2 აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, ADOS-2  ტესტირების შედეგი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ბანკის ანგარიშის ამონაწერი