1. ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხედველობა და სმენა დაქვეითებულ მოქალაქეებს 50-50 ლარის ოდენობით.

2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა (დაუზუსტებელი), მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც დაავადებულია ცეროზით – 150 ლარის ოდენობით.

3. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ფსიქონერვული და შიზოფრენიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით.

4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით.

5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით.

6. ონკოლოგიური სენით  (III და IV სტადია) დაავადებული მოქალაქეები ერთჯერადად დაფინანსდება 200 ლარით.

7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა)    მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარი, მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიში;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსეროასლი.

8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.

9. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობი