სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2025 წლის 10 თებერვალი ქ. სამტრედია |
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-2 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 და მეტი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 300-300 ლარს, მეორე და მესამე – 400-400 ლარი, ხოლო მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 500-500 ლარს.
6. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში, ახალდაქორწინებული წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი მაინც ქორწინების რეგისტრაციისათვის ირიცხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 120000-ს და შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ ერთჯერადად 500 (ხუთას) ლარს.
7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2024 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და 2024 წელს დახმარება არ აქვს აღებული.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოჯახის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ან პირადობის მოწმობების ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, 1.00-დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100-დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, არაუმეტეს 500 ლარის, 1000 ლარის ზემოთ – 600 ლარით.
2. მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები 1.00 -დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;
ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;
გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100-დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;
დ) PET (პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) – კვლევა დაფინანსდება 600 ლარით.
3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);
ე) ანგარიშ ფაქტურა, კალკულაცია და ფორმა 100 სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მარტოხელა მშობლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან;
ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, N 199/ნ, 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) დაავადებები და სისტემატურად საჭიროებენ მკურნალობას, ასევე „ავთვისებიანი სიმსივნეები რომლებიც ვლინდება ახალგაზრდა ასაკში“ და ხანგრძლივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას, ყოველთვიურად გაეწევათ 400 ლარიანი დახმარება:
ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან;
ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათ. სარეიტინგო ქულა;
დ) მარტოხელა მშობლების შვილები.
3. სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სწავლის შესახებ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე პუნქტის შემთხვევაში სამედიცინო ცნობა ფორმა 100;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და მეორე პუნქტისა „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
3. უდედმამო 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ბავშვის ან/და ბავშვების პირადობისა და დაბადების მოწმობების ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ (ოჯახის წევრმა მეუღლემ, შვილმა, შვილიშვილმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილის, შვილიშვილის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალ დაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, სხვა ომის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ომის ვეტერანის და შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ჩერნობილის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
4. დიაბეტით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 199/ნ, 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) (18 წლამდე) დაავადებების ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით.
6. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (მშობლების, მეურვის ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა (დაუზუსტებელი), მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც დაავადებულია ცეროზით – 150 ლარის ოდენობით.
3. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ფსიქონერვული და შიზოფრენიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით.
4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით.
5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით.
6. ონკოლოგიური სენით (III და IV სტადია) დაავადებული მოქალაქეები ერთჯერადად დაფინანსდება 200 ლარით.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარი, მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიში;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსეროასლი.
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.
9. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით;
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესაბამისად:
ა) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად და საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარება გაეწიოს 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართული – 4 000 ლარის ოდენობით;
გ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთებით – 3 000 ლარის ოდენობით;
დ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე – 2000 ლარი;
ე) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) -1000 ლარი;
ვ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით – 2000 ლარი;
ზ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში – 1000 ლარი;
თ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც არ ცხოვრობს – 500 ლარი.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ. სიმძიმის მიხედვით 100-დან 1000 ლარის ჩათვლით:
ა) არის მარტოხელა, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ, შეჭირვებული – 100 ლარი;
ბ) არის მარტოხელა, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში – 150 ლარი;
გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100 – 150 ლარი;
დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100, დაავადებულია რამოდენიმე ქრონიკული დაავადებით – 200 ლარი;
ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები – 300 ლარი;
ვ) არის შშმ პირი, მრავლშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში – 500 ლარი;
ზ) ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას – 500 ლარი. განსაკუთრებულ შემთხვევაში – 1000 ლარი.
4. მცირეწლოვანი ბავშვები და მოქალაქეები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი - გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია, სხვა მძიმე დაავადებები, გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება, არაუმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ უნდა წარმოადგინოს, მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიცირი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს, ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
5. აღნიშნული დახმარებების მისაღებად, ოჯახმა/მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან საჭიროების შემთხვევაში;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან;
ვ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელად მითითებული იქნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
დ) სოციალურ მომსახურეობის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს და ოჯახის წევრს.
2. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და თემებში. ასევე სისხლის უანგარო, ნებაყოფლობითი დონაციის პროპაგანდის მეშვეობით სისხლის დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის შევსებას, იმუნიზაციის გზით ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურ დაცვას მართვადი დაავადებებისაგან, საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის, პანდემიებისთვის მზადყოფნას, ეპიდემიური კონტროლის, წყლის ჰიგიენისა და სანიტარიის, მასობრივი საგანგებო სიტუაციებიის მართვის, პირველი დახმარებისა და ფსიქოლოგიური პირველი დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თემის დონეზე საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გაუმჯობესებას.
3. სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
4. ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გავნვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდნენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევები.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ქალაქ სამტრედიაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი,სულ მცირე ADOS-2 აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, ADOS-2 ტესტირების შედეგი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ბანკის ანგარიშის ამონაწერი.
2. ქალთა და მამაკაცთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შორის გამოვლენილი ძალადობის დროს, გაეწევათ დახმარება 200 ლარის ოდენობით.
3. უკიდურესად სიღარიბეში ყოფნის შემთხვევაში, ოჯახის წევრების უუნარობის, საკვების, პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების უქონლობის, უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ყოფნისა და ხანდაზმულთა (თანადგომის ქსელის არ ყოლა) დახმარების მიზნით, დამხარება გაეწევათ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით.
4 . მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ჩართვის კრიტერიუმები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები;
ბ) მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება;
გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური);
დ) ბავშვის /ბავშვების/ მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;
ე) ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე;
ვ) სტიქია (საცხოვრებლის დაკარგვა და არ აქვს ალტერნატიული ფართი);
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
ი) ძალადობის მსხვერპლი მშობელი;
კ) მარტოხელა მშობელი.
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მრავალშვილიანი სოციალურად დაუვცელი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირისგან განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ომის მონაწილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ სრულყოფილ დოკუმენტაციაზე.
3. მე-14 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას, სამსახური მასალებს გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება- კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
2. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.