1. კომისია იქმნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.

2. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებ