1. მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ სრულყოფილ დოკუმენტაციაზე.
3. მე-14 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას, სამსახური მასალებს გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება- კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ