1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა, ამოცანები: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შემოსული განცხადებების განხილვა. ბავშვისა და ოჯახის შეფასება. ბავშვის/ბავშვების საჭიროების დადგენა. გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გეგმის დაწერა, საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის გადამისამარება შესაბამის უწყებაში, დამხმარე სერვისებში პრობლემის აღმოფხვრისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით. ოჯახის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა. სამიზნე ჯგუფი: ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახები, რომელთაც დაუდგათ მძიმე კრიზისული მდგომარეობა ან საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში, შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე. დახმარება გაიცემა მატერიალური, ფულადი ან/და ადამიანური რესურსების გამოყენებით.
2. ჩართვის კრიტერიუმები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები;
ბ) მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება;
გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური);
დ) ბავშვის /ბავშვების/ მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;
ე) ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე;
ვ) სტიქია (საცხოვრებლის დაკარგვა და არ აქვს ალტერნატიული ფართი);
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
ი) ძალადობის მსხვერპლი მშობელი;
კ) მარტოხელა მშობელ