1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მრავალშვილიანი სოციალურად დაუვცელი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება.

2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები (მეუღლე, შვილი, მშობელი) პირის განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე