1. მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი.

2. უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

3. უდედმამო 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ბავშვის ან/და ბავშვების პირადობისა და დაბადების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ