ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2026 წლის 15 იანვარი დაბა ლენტეხი |
|
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია – ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, ვეტერანთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება.
2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად.
ა) სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება;
ბ) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება;
გ) დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება;
დ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება ;
ე) სარიტუალო მომსახურეობა;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება;
ზ) ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება;
თ) სტიქიური მოვლენების (ხანძარი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ი) უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ჩასატარებელი ოპერაციების წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მერია გასცემს საგარანტიო წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან ერთი კალენდარული თვის ვადით. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1. დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერს, დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი)ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა. გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) ცერებრალური დაბლა;
ბ) დაუნის სინდრომი;
გ) ლეიკემია;
დ) ყრუ-მუნჯი
ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი;
ვ) სრული სიბრმავე;
ზ) ეპილეფსია.
დახმარება გაიცემა 18-წლამდე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. იმ ბენეფიციარზე რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით თანხა განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
თანხა გაიცეს 2025წ.-დან არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს ბენეფიციარის ძირითადი დიაგნოზი);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია);
ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები;
ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –№100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დახმარების თანხა განისაზღვრება 90-94 წლამდე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 95-დან 99 წლამდე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის და 100 წლის ზევით 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციაა:
ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე) – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ერჯერადად; 4 შვილი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 20 (ოცი) ლარი;
ბ) მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვროს 00 (სამასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) თითოეული ბავშვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;
ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება, თანხა განისაზღვროს 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისათვის, თავისუფლების საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარება – თანხა განისაზღვროს 400(ოთხასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
ე) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;
4. ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა დახმარება. თანხა განისაზღვროს 400 (ოთხასი)ლარის ოდენობით ერთჯერადად.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) ომის ვეტერნის ან დაზარალებულის მოწმობის (სტატუსის) ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
ე) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. ხანძრის შედეგად უსახკლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ოჯახს რომელსაც არსებითად მიადგა ზარალი მისი დახმარება განისაზღვროს 1500-5000 (ერთი ათას ხუთასი – ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად კონტიგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.