1. სამედიცინო მომსახურების ან/და ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო  წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;

ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;

გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა ახალი  საგარანტიო წერილი, რომლის ვადა აითვლება გაცემის დღიდა