1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შემდეგი პირები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მარტოხელა უმუშევარი პენსიონერები;
დ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დასკვნა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში“ 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზ