1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ (ს/კ 226166154).
2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 260 (ორას სამოცი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას.
3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა).
4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებშ