1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის  პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.

2. პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და პროგრამით დადგენილ კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება