1. მომსახურების მაძიებელი (მხარდამჭერი, კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერი;
ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილია და ამასთან ერთად განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აცნობებს განმცხადებელს შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის აუცილებლობას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მომსახურების მაძიებელი პირის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).
3. მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმა/დასკვნა 1 თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს.
5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მომსახურების მიმღების გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიე