1. მომსახურეობის  მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) განაცხადის ფორმა;

ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერისასლი(ფორმაNIV-50/4)ან შშმ პირთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი.

2. მუნიციპალიტეტში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად(პერსონალური ასისტენტის მომსახურეობის მისაღებად),  მუნიციპალიტეტი  სამედიცინო დაწესებულებას  უგზავნის განაცხადს ბენეფიციარის შესაფასებლად; ბენეფიციარი ფასდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების პროცედურისა და შეფასების კითხვარის საფუძველზე, განსაზღვრავს  მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას(რეგულარული/სპეციალიზირებული)

3. შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას. შეფასების დასკვნა ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის მიზნით.

4.  მუნიციპალიტეტი განიხილავს პროგრამაში ჩართვის შესახებ მიღებულ განცხადებას და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რასაც უგზავნის მომსახურეობის მიმღებ პირს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას.

5. მუნიციპალიტეტი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი;

ბ)ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა;

დ)მიმართვის თარიღი;

დ) სოციალურად დაუცველ