ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,038.9 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

2027 პროგნოზი

2028 პროგნოზი

2029 პროგნოზი

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

8,038.9

1,899.0

2,010.0

2,146.0

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

346.5

330.0

350.0

400.0

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

346.5

330

350

400

06 02

სოციალური დაცვა

7,692.4

1,569.0

1,660.0

1,746.0

06 02 01

შშმ პირთა დახმარების პროგრამა   (პროგრამა აერთიანებს

177.0

180

190

200

06 02 02

მრავალშვილიანი ოჯახების  და  მესამე და მომდევნო ახალშობილზე დახმარების პროგრამა

50.0

50

55

60

06 02 03

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა

250.0

200

210

220

06 02 04

სარეაბილიტაციო ცენტრ "იავნანას" თანადაფინანსების
პროგრამა

20.0

21

22

23

06 02 05

მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა

20.0

20

20

20

06 02 06

მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

190.0

200

220

240

06 02 07

მოწყვლადი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების  პროგრამა(პროგრამა აერთიანებს

106.0

120

130

140

06 02 08

ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა

55.0

58

58

58

06 02 09

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა

130.0

140

150

150

06 02 10

ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბი"- ს ონკოპაციენტთა მხარდაჭერის, რეაბილიტაციის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამა

80.0

85

90

95

06 02 12

მძიმე საცხოვრებელ პირობებში,უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების,  ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული  ახალგაზრდების  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

6,198.4

60

65

70

06 02 23

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარებილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა

180.0

190.0

200.0

210.0

06 02 24

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა

176.0

185

190

200

06 02 25

რისკის ქვეშ მყოფი 0- დან 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების პროგრამა

60.0

60.0

60.0

60.0

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 01

346,5

პროგრამის განმახორციელებელი

ა.ა.ი.პ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.  თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;  ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა

5 C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება (სკრინინგი)

6 კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა

7 C ჰეპატიტის მიდევნების პროგრამა (დადებითი ბენეფიციარების კონფირმაციულ კვლევებსა და მკურნალობაში ჩაბმის მომსახურება.

8. მალარიის და სხვა ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების გავრცელების კერებში მათ წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა

პროგრამის მიზანი

მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება

პროგრამის დასახელება

კოდი

შშმ პირთა დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 01

177

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის

დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ

თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის პროგრამული დიალიზის

ჩასატარებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე

დიალიზის ცენტრამდე  ტრანსპორტირებისთვის  დაუფინანსდება

ტრანსპორტირების ხარჯი თითო ბენეფიციარზე ყოველთვიურად

90 ლარის ოდენობით, ხოლო  პერიტონიულ დიალიზზე მყოფ ბენეფიციარს

დაუფინანსდება  სატრანსპორტო ხარჯი  დიალიზისა და ნეფროლოგიის

ცენტრში თვეში 4 ვიზიტი  64 ლარის ოდენობით სხვა ქალაქში (ბათუმი).

2025 წელს პროგრამით ისარგებლა 16 ბენეფიციარმა საიდანაც 14 კაცი და

2 ქალი“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული

0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარები, რომლებიც

საჭიროებენ სარეაბილიტაციო კურსის გავლას ურეკში, მუნიციპალიტეტი

დააფინანსებს ამ ბენეფიციარების სარეაბილიტაციო კურსს სრულად და

ასევე მათი თანმხლები პირის ხარჯებს,დახმარების თანხა დღიური

50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ბენეფიციარზე და 50 (ორმოცდაათი)

ლარის ოდენობით თანმხლებ პირზე.  თანხა ჩაირიცხება

შესაბამისი დაწესებულების

ანგარიშზე.    2025 წლის მაჩვენებლით პროგრამით ისარგებლა

27 ბენეფიციარმა.

საიდანაც ბიჭი 9 გოგო 18.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული

ბავშვები, ასევე ქ. ლანჩხუთში მიმღებ ოჯახში განთავსებული სახელმწიფო

ზრუნვაში მყოფი ბავშვები რომლებიც სარგებლობენ ბავშვთა ადრეული

განვითარების ხელშეწყობისა და ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის

ქვეპროგრამით, ბავშვების განვითარების ხელშეწობის მიზნით,ბავშვთა

ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისის ფარგლებში

განხორციელდება სერვისის მომწოდებელ სპეციალისტთა

ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება სერვისის ბავშვებისთვის

ბუნებრივ გარემოში იქნება ეს სახლი, ბაღი თუ სკოლა ან/და ცენტრში

მიწოდების შემთხვევაში, ხოლო სერვისის ცენტრში მიწოდების

შემთხვევაში

ბავშვების მშობლებს დამატებით აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების

ხარჯი.

პროექტის ფარგლებში (თითო ბავშვთან თვეში 8 ვიზიტი) განხორციელება.

მგზავრობის საფასური შეადგენს 6 ლარს. ხოლო ბავშვთა რეაბილიტაცია/

აბილიტაციის ქვეპროგრამით, ბავშვების განვითარების ხელშეწყობის

მიზნით

მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მომსახურეობის მომწოდებელ

ორგანიზაციებში ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვებისა და მათი

თანმხლები პირებისათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფას.

მკურნალობის კურსი ტარდება 12 თვის განმავლობაში თვეში 10 დღე.

ორიენტაცია აღებულია ქუთაისის, ჩაქვის, ბათუმისა და დაბა ურეკის

სარეაბილიტაციო ცენტრებზე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება

ბავშვისა და ერთი თანმხლები პირის ტრანსპორტირება მომსახურების

მიმწოდებელ ორგანიზაციამდე და უკან (ქუთაისი, ბათუმი ერთი

მიმართულებით 7 ლარი, ჩაქვი 6 ლარი,  დაბა ურეკი 3 ლარი, შიდა

გადაადგილებისთვის 2 ლარი სერვისის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის

ტერიტორიაზე მიწოდების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება შპს

„ავტო-2018“ მიერ მოწოდებული ფასების მიხედვით) მიმდინარე წელს

ზემოაღნიშნული ქვეპროგრამები გათვლილია 105 ბავშვზე.

ზემოაღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს შშმ ბავშვების განვითარების

ხელშეწყობას.“  2025 წელს პროგრამით ისარგებლა 103  ბენეფიციარმა

საიდანაც

ბიჭი 67 გოგო 36.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული

ზრდასრული შშმ ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ დღის ცენტრის

მომსახურობით შშმ პირთა  ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით

განხორციელდება ტრანსპორტირების  თანადაფინანსება. თანადაფინანსება

განხორციელდება ყოველკვარტალურად 1250 ლარის ოდენობით. პროგრამის

განხორციელებით ზრდასრულ 9 შშმ ბენეფიციარის დღის ცენტრში

ტრანსპორტირებას შეწყობა ხელი.

ცელიაკია მძიმე დაავადებაა. ცელიაკია ფსიქო-ფიზიკური განვითარების

შეფერხებას იწვევს.  მკურნალობის ერთდაერთი საშუალება დიეტოთერაპიაა,რომელიც გულისხმობს ძვირადღირებული სპეციალიზირებული კვებითი

დანამატების მიღებას მუდმივად,  რაც მძიმე ეკონომიურ ტვირთს

წარმოადგენს

თითოეული ოჯახისთვის და ხშირად შეუძლებელს ხდის მის

ჩატარებას.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის

ტერიტორიაზე

რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით

დაავადებული

ბენეფიციარის  დაფინანსებას ისეთი სახის კვებითი დანამატების

შესაძენად,რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო

პროგრამით.

დახმარება გაეწევათ

ყოველთვიურად თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

2025 წელს პროგრამით ისარგებლა 4 ბენეფიციარმა .

გოგო2 ბიჭი 2.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 3, მიზანი 1

მოსალოდნელი შედეგი

დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის

ჩატარების

ხელშეწყობა. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე

ხელმისაწვდომობის

გაზრდა. პროგრამით

შესაძლებელია 179 ბენეფიციარის  ფინანსური

მხარდაჭერა.

პროგრამის

დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების  და  მესამე და

მომდევნო ახალშობილზე დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 02

50

პროგრამის

განმახორცი

ელებელი

სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის

დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის

აღწერა და

მიზანი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი

ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი,ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე მიიღებენ 50(ორმოცდაათი) ლარს.

პროგრამით სარგებლობენ ის  ოჯახები, რომლებიც  არ არიან

სოციალური შემწეობის მიმღები.  პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს

12 მრავალშვილიანი ოჯახი.  2025 წელს პროგრამით ისარგებლა

13 ოჯახმა- ბავშვების რაოდენობა 50, საიდანაც გოგო 44 ბიჭი 29.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ლანჩხუთის

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  ოჯახზე,2026 წელს შეძენილ მესამე და ყოველი მომდევნო ახალშობილის შეძენაზე-

ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1000 ლარის

ოდენობით.

დახმარება გაიცემა ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულის მიუხედავად.

პროგრამით შესაძლებელი იქნება 15 ოჯახის ფინანსური დახმარება.

კავშირი

მდგრადი

განვითარების

მიზანთან

მიზანი 1

მოსალოდნელი

შედეგი

მრავალშვილიანი ოჯახების  ფინანსური ხელშეწყობა. პროგრამით

შესაძლებელი იქნება 14 მრავალშვილიანი ოჯახის  და მესამე და

მომდევნო ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 15 ოჯახის

ფინანსური დახმარება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 03

250

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს, რომელთაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა ასევე ქიმიოთერაპიის კურსის დაფინანსება, სხივური თერაპიის თანადაფინანსება , კორონალური სტენტირება და სხვა. სადაზღვევოს მიერ არ უნაზღაურდება, ან მკურნალობის თანხა უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 150 000-ი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები. მუნიციპალიტეტის მიერ ასევე განხორციელდება კვლევების დაფინანსება მაგნიტო- რეზონანსული ტომოგრაფიების, კომპიუტერული ტომოგრაფიების, ანგიოგრაფიული კვლევის და იმუნოჰისტოქიმური კვლევის თანადაფინანსება- 50%.  პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის ( PET/KT) კვლევის  თანადაფინანსება ღირებულების 50 %-ით. ბიოფსია- თანადაფინანსება -50%,  ენცეფალოგრამა- თანადაფინანსება 50%. კვლევებით ისარგებლებენ 0-დან 130 000-ი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები.  იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ერთ-ერთი შემდეგი დიაგნოზი:

* ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია,* დიაბეტური რეტინოპატია,* ბადურის ვეწის ოკლუზიით (თრომბოზით) გამოწვეული მაკულარული შეშუპება,* წეოვასკულარული გლაუკომა.

დაფინანსდება მედიკამენტი (ავასტინი) და პროცედურა (ინექციის გაკეთება) ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში 2ჯერ  სრულად. მომსახურეობით ისარგებლებენ  0-დან 150 000-ი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები.

0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოპერაციული ჩარევის(სტაციონალური მომსახურება -გეგმიური ან გადაუდებელი, ასევე ჩატარებული) დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის  50%-ის თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა. ბავშვები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულის წარმოდგენისაგან.

შენიშვნა: ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციების, სასწრაფო (გადაუდებელი) ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის თანადაფინანსება, სასწრაფო -გადაუდებელი მაგნიტო- რეზონანსული ტომოგრაფიების, კომპიუტერული ტომოგრაფიების,   ანგიოგრაფიული კვლევის და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის ( PET/KT) კვლევის,   ბიოფსიის ასევე ენცეფალოგრამის  უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა) - რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს სარეიტინგო ქულის წარმოდგენის გარეშეც. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე.“ 2025 წელს პროგრამიდან გაიცა 724 ადმინისტრაციული დაპირება. საიდანაც 321 ქალი 353  კაცი;  50 ბავშვი 11 გოგო და 39 ბიჭი

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1 მიზანი 3

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესებისათვის ფინანსური ხელშეწყობა. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.  პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 730 ბენეფიციარი.

პროგრამის

დასახელება

კოდი

სარეაბილიტაციო ცენტრ "იავნანას"

თანადაფინანსების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 04

20

პროგრამის

განმახორცი

ელებელი

სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის

აღწერა და

მიზანი

ქვეყანაში შემუშავდა და მუშაობს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი

ბავშვებისათვის "სოციალური რეაბილიტაციისა ბავშვზე ზრუნვის

სახელმწიფო პროგრამა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ მიზნით

დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია, სარეაბილიტაციო ცენტრი

"იავნანა".  პროგრამას ერთი მხრივ აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვაუჩერული პრინციპით.

ცენტრს დამატებით ესაჭიროება კომუნალური და მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში დაფინასებული იქნება ელექტრო-ენერგიის, ბუნებრივი

აირის და წყლის გადასახადები, დაფინასდება ცენტრისათვის ყოველთვიურად

ჰიგიენისა და ყოველთვიური მოხმარების საგნების ღირებულება. ცენტრში

ირიცხება 24 მზრუნველობამოკლებული ბავშვი. 2025 წელს პროგრამით

ისარგებლა 12 გოგომ 12 ბიჭმა.

კავშირი

მდგრადი

განვითარების

მიზანთან

მიზანი 1

მოსალოდნელი

შედეგი

სოციალურად დაუცველი 24 ბავშვის ფსიქო-სოციალური

რეაბილიტაციის ხელშეწყობა

პროგრამის დასახელება

კოდი

მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 05

20.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლამდე და სკოლიდან,  აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ერთი სკოლა (სასულიერო გიმნაზია. სულ 115 მოსწავლე). 2025 წელს პროგრამით ისარგებლა 115 ბენეფიციარმა გოგო 59 ბიჭი 56.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1 მიზანი 4

მოსალოდნელი შედეგი

მოსწავლეების ტრანსპორტით ხელშეწყობა.  პროგრამა ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთლობასა და განათლების სრულფასოვნად მიღებას.   პროგრამით შესაძლებელი იქნება 115  მოსწავლის ტრანსპორტირებაში ხელშეწყობა.

პროგრამის

დასახელება

კოდი

მზრუნველობამოკლებულთა

უფასო კვებით უზრუნველყოფის

პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 06

190

პროგრამის

განმახორცი

ელებელი

სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის

დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის

აღწერა და

მიზანი

ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული

უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულებისა და შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა დღეში ერთჯერადად კვება უფასო

სასადილოში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ

ერთეულებში ბენეფიციართათვის  დღეში ერთჯერადად  საკვების

მიწოდება ოჯახში. სარეიტინგო ქულა 0-დან  65000-ის ჩათვლით.

2025 წელს პროგრამით ისარგებლა 103 ბენეფიციარმა საიდანაც

ქალი 53 კაცი 50 .

კავშირი

მდგრადი

განვითარების

მიზანთან

მიზანი 1 მიზანი 2

მოსალოდნელი

შედეგი

უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულებისა და შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე

მდგომარეობის გაუმჯობესება.  პროგრამა ხელს შეუწყობს

115 ბენეფიციარის საკვებზე ხელმისაწვდომობას.

პროგრამის

დასახელება

კოდი

მოწყვლადი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 07

106

პროგრამის

განმახორცი

ელებელი

სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის

აღწერა და

მიზანი

დევნილთა ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად მიეცემათ საშეშე

მერქნის შესაძენი თანხა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია  ასეთი

82 ოჯახი (268  დევნილი) 2025 წელს პროგრამით ისარგებლა

43 ოჯახმა საიდანაც კაცი 15 ქალი 28.

-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა

მშობლის სტატუსის მქონე სოციალურად დაუცველ პირებს

რომელთაც ყავს 0-დან 18 წლამდე ასაკის შვილი, სოციალურად

დაუცველ მშობელს რომელიც მარტო ზრდის 0-დან 18 წლამდე

ასაკის შვილს და  სოციალურდ დაუცველ მარტოხელა(მარტო მცხოვრები)

ხანდაზმულები,   რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება

0-დან 65 000 -ს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში საშეშე

მერქნის შესაძენად გაეწევა  ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის

ოდენობით;  პროგრამის ფარგლებში იმ ბენეფიციარებს რომლებიც ვერ

სარგებლობენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული

ვერც ერთი პროგრამით და მუნიციპალიტეტისთვის მომართვისას

განიცდიან მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეს რაც დასტუდრება

ადმინისტრაციულ

ერთეულში  მერის წარმომადგენლის შუამდგოლობით და

თანდართული

დოკუმენტაციით მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი

აქტის საფუძველზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება,რომლის ოდენობაც

ოჯახის მძიმე ეკონომიური სიდუხჭირის გათვალისწინებით

შეიძლება

აღემატებოდეს

150 ლარს.  სადღესასწაულო  და ღირშესანიშნავ

დღეებთან დაკავშირებით

გათვალისწინებულია საკვები პროდუქტებისა და

ტკბილეულის შეძენა,სოციალურად დაუცველი უმწეო ოჯახებისათვის;

100(ასი) და მეტი წლის

ასაკის ხანდაზმულებისათვის. 2025 წელს დახმარება გაიცა

396 ბენეციციარზე

საიდანაც კაცი 228. ქალი 168 .

მათ შორის საშეშე მერქნის შესაძენად

47 ბენეფიციარზე, საიდანაც ქალი 42, კაცი 5

-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

100 და მეტი წლის

ასაკს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი  დახმარება

1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით. (დაბადების დღეს

ან ხანდაზმულთა

დღეს

1 ოქტომბერს) . 2025 წელს პროგრამით ისარგებლა 1 ბენეფიციარმა.

ქალი 1.

მუნიციპალიტეტში უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო

მომსახურებაზე

დახმარება 500 ლარის ოდენობით  გაიცემა ადმინისტრაციულ

ერთეულში

მერის

წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის

(საკრებულოს

წევრის)

შუამდგომლობის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის

შემდგომ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

შენიშვნა: ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც

გარდაცვლილის

ოჯახის სრულწლოვანი წევრები არის შეზღუდული

შესაძლებლობის

სტატუსის მქონე რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით

მერის

ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი

აქტით

შესაძლებელია განხორციელდეს  სარიტუალო

მომსახურეობაზე

ფინანსური

დახმარების გაცემა ადმინისტრაციულ ერთეულში

მერის

წარმომადგენლისა

და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე.

2025 წელს დახმარება  გაიცა 7 უპატრონო მიცვალებულის

სარიტუალო

მომსახურეობაზე   ქალი 2 კაცი 5

-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე

რეგისტრირებულ   0-დან 18 წლამდე დედმამით

ობოლ ბავშვებს და შშმ ბავშვებს რომელიც არის ობოლი

წლის განმავლობაში ერთჯერადად გაეწევა ფინანსური

დახმარება

თითოეულ ბავშვზე 500 ლარის ოდენობით. 2025 წელს

პროგრამით

ისარგებლა 7 ბავშვმა საიდანაც  ბიჭი 4, გოგო 3.

კავშირი

მდგრადი

განვითარების

მიზანთან

მიზანი 1

მოსალოდნელი

შედეგი

დევნილი ოჯახების ფინანსური დახმარება მერქნული რესურსის შესაძენად. მარტოხელა ხანდაზმულების,მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სოციალურად

დაუცველი ოჯახების სოციალურად დაუცველი მშობლის

რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს/შვილებს

ფინანსური დახმარება მერქნული რესურსის შესაძენად.

მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეში მყოფი ოჯახების ფინანსური

დახმარება. 100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულების

ფინანსური

დახმარება.  დედმამით ობოლი და შშმ ობოლი ბავშვების

ფინანსური

დახმარება და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო

მომსახურეობისთვის ფინანსური დახმარება. ფინანსური

დახმარება  გათვლილია  ჯამში 596 ოჯახზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 08

55

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამით გათვალიწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება.  გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახისათვის დახმარების აღმოჩენა, კერძოდ სარიტუალო მომსახურებისას ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებისათვის 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 9 ბენეფიციარი) და 8 აგვისტოს (აგვისტოს ომთან დაკავშირებით, 3 ვეტერანი) 500 ლარით დახმარება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა, სხვა სახელწიფოთა  ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების შეჭირვებული ოჯახების  (70 ბენეფიციარი),  რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება  130 000-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების ყოველთვიურად 50 ლარით დახმარება. პირველი და მეორე ჯგუფის შშმ ვეტერანებისათვის ყოველთვიურად 100 ლარით დახმარება . დედის დღესთან  3  მარტთან დაკავშირებით დაღუპული მეომრების დედების დასაჩუქრება 300 ლარით (13 ვეტერანის დედა) .ომში დაღუპული მეომრების საპატივცემლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საჩუქრის გადაცემა და  წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ვეტერანთა საფლავების ყვავილებით შესამკობად თაიგულების და გვირგვინების შეძენა (1 000 ლარი). აგვისტოს ომში გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შინდისში გმირულად დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების ტრანსპორტირების ხარჯი 1000 ლარი.  2025 წლის პროგრამით განხორციელდა 82 ომის ვეტრანის ოჯახის დახმარება.  ქალი 29 კაცი 53.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1

მოსალოდნელი შედეგი

ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა. პროგრამა  გათვლილია 85 ბენეფიციარზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 09

130

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, უსახლკარო, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.  ბენეფიციარებზე ბინის ქირის გადახდა  თვეში  არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. 2025 წელს პროგრამით ისარგებლა 66 ოჯახმა საიდანაც ქალი 73კაცი 51 ბიჭი 40 გოგო 35

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1 მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, უსახლკარო, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების და ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.  პროგრამით შესაძლებელი იქნება 60 ოჯახის დახმარება.

პროგრამის დასახელება

კოდი

ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბი"- ს ონკოპაციენტთა მხარდაჭერის, რეაბილიტაციის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 10

80.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ეტაპზე კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების მხარდაჭერას მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს:  გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრების შეხვედრები ფსიქოლოგთან ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ტრენინგი - 800 ლარი. ფიზიკური რაბილიტაციის ტრენინგი-500 ლარი. სამედიცინო კვლევები კლუბის წევრი ქალბატონებისათვის- 22000ლარი ;მოწვეული სპეციალისტების მომსახურება(კონსულტაცია)- 800 ლარი; პაციენტების ტრანსპორტირება სამედიცინო კვლევებზე 2000 ლარი ;საგანმანათლებლო  და კულტურული ღონისძიების ორგანიზება-1800 ლარი;  რეგიონალური კოორდინატორის მომსახურება -4800 ლარი ;საოფისე საჭიროება(კომუნიკაცია, ინტერნეტი და დასუფთავება)-1400 ლარი; მოწვეული სპეციალისტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა-600 ლარი; პროგრამის საოპერაციო ხარჯი-1000 ლარი . 2025 წელს პროგრამით ისარგებლა 19 კლუბის წევრმა ქალბატონმა.

მეორე მიმართულებაა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს  რისკების მართვა და ადრეული გამოვლენა, რომელსაც "გამარჯვებულ ქალთა კლუბის"  თანამშრომლობის მემორანდუმით ან/და ხელშეკრულებით  ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრი განახორციელებს. უკანასკნელ წლებში საქართველოს მოსახლეობის ქალთა პოპულაციაში მნიშვნელოვნად იმატა ფარისებრი ჯირკვალის კიბოთი ავადობამ.   ამასთან დადასტურებული ფაქტია, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას მხოლოდ რეგულარული სკრინინგი იძლევა.   ფარისებრი ჯირკვლის  კიბო, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე, ხასიათდება გადარჩენადობის მეტად მაღალი პროცენტით. ქალთა პოპულაციაში ფარისებრი ჯირკვალის კიბოს სკრინინგის და ადრეული გამოვლენის   პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 25 -დან  70 წლის ჩათვლით მაღალი რისკის მქონე ქალებს;, ასაკობრივი ჯგუფის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალბატონებს,  მათ შორის დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს რომელთა მიწერის ადგილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.სკრინინგის პროგრამა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:1. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევა;2 ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევის შედეგად კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;3 ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში;4 ჩვენების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება ბიოფსიური მასალის შემდგომი ციტოლოგიურ კვლევით;   კვანძოვანი პათოლოგიის არ არსებობის შემთხვევაში განმეორებითი სკრინინგი ტარდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.    კვანძოვანი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში სკრინინგ პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი - 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.ფარისებრი ჯირკვალის კიბოს ან კიბოსწინა დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქე გადამისამართდება სპეციალიზირებულ პროფილურ დაწესებულებაში.

პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კლინიკური კრიტერიუმები:

ა)  დატვირთული  ოჯახური ანამნეზი;

ბ)   იონიზირებულ რადიაციასთან კონტაქტი საბავშვო ასაკში;

გ)  ანამნეზში უკვე არსებული ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადება;

დ)  E00-E07 – ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობები;

ე)  E65-E68= სიმსუქნე და ჭარბი კვების სხვა სახეები;

ვ)  E70- E90-  მეტაბოლური დარღვევები;

ზ)  სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დარღვევები ან კიბო;

თ)  კისრის ლიმფადენოპათია;

ი)   ორალური კონტრაცეპტივების მოხმარება;

კ)  უნაყოფობა.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის მართვა - ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა  -  25,0 ლ.  ფარისებრი ჯირკვალში კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია  -  25,0 ლ.  ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე  საეჭვო კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში თირეოტროპული ჰორმონის ( TSH ) განსაზღვრა სისხლში  - 25,0 ლ.  ფარისებრი ჯირკვალიდან ბიოფსიური მასალის აღება და მასალის ციტოლოგიური კვლევა   -  35,0 ლ. პროგრამით შესაძლებელი იქნება დაახლოებით  700  ბენეფიციარის მომსახურეობის დაფინანსება. 2025 წელს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 698 ქალმა ასევე პროაგრამის ფარგლებში მომსახურეობით   ისარგებლა გამარჯვებულ  ქალთა კლუბის 19 ქალბატონმა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 3

მოსალოდნელი შედეგი

ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცია და მხარდაჭერა, მათი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.  პროგრამით შესაძლებელი იქნება 19 კლუბის წევრის დახმარება. ხოლო 700  ბენეფიციარზე შესაძლებელი იქნება ფარისებრი ჯირკვლის   კიბოს სკრინინგის   დაფინანსება.

პროგრამის დასახელება

კოდი

მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების,  ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული  ახალგაზრდების  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 12

6,198.4

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ავარიულ მდგომარეობაში არსებული და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მოწესრიგებაში- არაუმეტეს 7 000 ლარისა. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური ახორციელებს მონიტორინგს  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, სივრცით ტერიტორიული  მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აუცილებლობა, რაც მოწმდება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით.  მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისადგანისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა.  გასულ წელს პროგრამით ისარგებლა 27  ბენეფიციარმა. საიდანაც 14 ქალი 13 კაცი.

-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებული  ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბენეფიციარს   გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება ასეთ ოჯახებზე ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ მიიღება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის მიერ.თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   საფუძველზე, თითოეულ  ბენეფიციარზე დადგენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი  დახმარების სახით  არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. 2025 წელს ქვეპროგრამით ისარგებლა 4 ბენეფიციარმა. (ქალი 4)

-ქვეპროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ   სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული 18-დან 21 წლის ჩათვლით  ახალგაზრდების ფინანსურ დახმარებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს გურიის სამხარეო ცენტრის ლანჩხუთის რაიონული განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ახალგაზრდების საჭიროებების გათვალიწინებით, მოხდება ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა. გადაწყვეტილება ასეთ ოჯახებზე ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ მიიღება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის მიერ. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   საფუძველზე. 2025 წელს პროგრამით ისარგებლა 5 ბენეფიციარმა საიდანაც კაცი 3 ქალი 2.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1, მიზანი 5, მიზანი 16

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობა.  ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  ასევე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული  ახალგაზრდების ფინანსური დახმარება. პროგრამა გათვლილია  დაახლობით 45 ბენეფიციარზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარებილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 23

180

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის  (ICD-10)  მიხედვით  განვითარების აუტისტური სპექტრის მქონე  ბავშვთა სარებილიტაციო კურსის დაფინანსება. პროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის  (ICD-10)  მიხედვით  განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის (F84.0 დან F84.9-ის) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლია ასაკის ჩათვლით, ასევე პროგრამის მოსარგებლეები არიან(R62.0) წლამდე განვითარების ეტაპების დაყოვნება დიაგნოზის მქონე 0-დან 2 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. პროგრამით სარგებლობენ ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმღებ ოჯახში განთავსებული სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები. პროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს: ა) პროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდვიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, ინდვიდუალური განვითარების წლიური გეგმის კორექტირება. ბ) პროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდვიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. წლიური გეგმის შესაბამისად თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის  თერაპიის სეანსების ოდენობამ უნდა შეადგინოს  13 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში,სეანსების ოდენობის არანაკლებ 1/4. ამასთან მშობლის თანხმობის შემთხვევაში სეანსის ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში გ)ქვეპროგრამის მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება; დ)6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება. „მუნიციპალიტეტი დააფინანსებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსს სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ  ფაქტობრივად გაწეული მომსახურეობის მიხედვით მაგრამ არაუმეტეს თვეში 500(ხუთასი) ლარისა .ანგარიშგება1. სერვისის მომწოდებელი  ორგანიზაცია ვალდებულია  განმახორციელებელს  ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია.2.ანგარიშგებისას მომწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი(ანგარიშფაქტურა) 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ზემოაღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვების განვითარების ხელშეწყობას.   2025 წელს პროგრამით ისარგებლა 44 ბენეფიციარმა საიდანც ბიჭი 34 გოგო 10.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 1

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე  შშმ ბავშვების  მკურნალობის ჩატარებაში ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.  პროგრამით შესაძლებელი იქნება 45 ბენეფიციარის დახმარება.

პროგრამის დასახელება

კოდი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 24

176

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზა