პრიორიტეტული ჯგუფები: 1)მარტო მცხოვრები შშმ პირი;

2.) დასაქმებული შშმ პირი.

3) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-ს

4) პროფესიული კოლეჯის 18+ სტუდენტი და ა.შ.

1. მომსახურეობის მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეფასებისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული და სპეციალიზებული. რეგულარული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, მომსახურება ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 60 საათს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 120 საათს. ასისტირების სახეობა განისაზღვრება მომსახურეობაში ჩართვის დროს შეფასების პროცესში.

2. პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარგებლის მომსახურებაში ჩართვის გადაწყვეტილების და შესაბამისი არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი საცხოვრებელ ადგილზე და მოსარგებლის მონაწილეობით (საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით) ასისტირების საჭიროებების დეტალური შეფასება. მოსარგებლეს შეუძლია მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (თუ არის არჩევანის საშუალება);

ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსაგებლის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურის მართვის სტანდარტების“ შესაბამისად, შემდეგი მომსახურებების მიწოდება: კვებაში დახმარება, თავის მოვლა, ჩაცმაში დახმარება, საოჯახო საქმე საყიდლებზე სიარული, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვასა ან/და სხვა აქტივობებში ასისტირება, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს. ამასთან, მომსახურების მიმღები პირი უზრუნველყოფილია მისთვის განკუთვნილი მომსახურების კომპონენტის შერჩევის შესაძლებლობით, რაც გულისხმობს როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს დახმარებას პერსონალური ასისტენტი;

გ) შეფასების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი). საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიღების თაობაზე იღებს თავად მომსახურების მიმღები პირი (საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის/მხარდამჭერის დახმარებით). ერთი ასისტენტი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მომსახურების მიმღებ პირს, თუკი ეს ხელს არ უშლის რომელიმე მომსახურების მიმღები პირისთვის მომსახურების სრულად და ხარისხიანად განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობას და არსებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარება