განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,563.3 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

2027 პროგნოზი

2028 პროგნოზი

2029 პროგნოზი

04 00

განათლება

7,563.3

5,760.0

5,965.0

6,170.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

5,311.3

5700

5900

6100

04 03

განათლების ხელშეწყობა

60.0

60

65

70

04 04

განათლების ობიექტებისრეაბილიტაცია , მშენებლობა

772.9

04 05

საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა

1419.1

0

0

0

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება ათას ლარში

04 01

5311,3

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 19 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 720 ბავშვი აქედან გოგონა 350 და  ბიჭი 370. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 379 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:

ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;

ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 4

მოსალოდნელი შედეგი

ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები. ა(ა)იპ ში დასაქმებული პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.

პროგრამის დასახელება

კოდი

განათლების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 03

60

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსებას;

საგანმანთლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანების სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით,ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;

ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდოთი წახალისებას ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა წახალისებას ფულადი ჯილდოთი;

სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებით, პროფესიულ, სადღესასწაულო დღეებზე, მოსწავლე-ახალგაზრდებისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანების ფულადი ჯილდოთი,  სხვადასხვა პრიზითა თუ ფასიანი საჩუქრით  წახალისებას ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 4

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი, შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, წარმატებული მოსწავლეებისა და საგანამანათლებლო სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი ადამიანების წახალისება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

განათლების ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა

დაფინანსება
ათას ლარებში

04 03

772,9

ქვეპროგრამის განმახორციელე

ბელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების (მშენებლობის/რეაბილიტაციის/აღჭურვის) განხორციელება , მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით. ღონისძიება განხორციელდება  მუნიციპალიტეტის ქალაქის მე3 საჯარო სკოლის , წყალწმინდის, ჭანჭათის, ჩიბათის , ახალსოფლის, ქვიანის და ნიგოითის საჯარო სკოლებში

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 4

მოსალოდნელი შედეგი

საჯარო სკოლებში ინფარსტრუქტურული სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა

პროგრამის დასახელება

კოდი

საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

04 05

1419.1

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

პროგრამაში ჩართულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა სკოლებში ფიზიკური გამოცხადება პრობლემას წარმოადგენს  და რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს.

პროგრამის მიზანია , ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების  ხელმისაწვდომობის გაზრდას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 4

მოსალოდნელი შედეგი

შესაძლებელი იქნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 1800 მდე მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების ხარისხის გაზრდა