1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 176000 ლარით
2. მომსახურებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა რეგულარული ასისტირების შემთხვევაში შეადგენს თვეში არაუმეტეს 720 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 1 560 ლარს.
3. მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ წინა თვეში გაწეული
მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით რეგულარული ასისტირების შემთხვევაში 12 ლარზე, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთვევაში 13 ლარზე.
6. არამატერიალიზებული ვაუჩერი განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიმღები პირის საჭიროებათა შეფასების და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე არამატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლეებზე (მათ შორის, მუდმივი შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის შემთხვევაში).
7. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მუნიციპალიტეტში წარდგენა, მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი ფორმით.
8. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველი:
ა) მომსახურების მიმღების მიერ მისი ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
ბ) საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა ან ერთდროულად 2 თვეზე მეტი ხნით შეჩერება, რის შესახებ ინფორმაციას მიმწოდებელი ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მომსახურების მიმღებს/მხარდამჭერს/კანონიერ წარმომადგენელს, მუნიციპალიტეტს და სამინისტროს;
გ) მომსახურების მიმღების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მომსახურების საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის არეალს.
9. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერია. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად იწვევს სამმხრივი ხელშეკრულების გაუქმებას.
10. მომსახურების მიმღების პროგრამაში ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა დადგენილი პროცედურის ხელახლა გავლით.
11. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ პროგრამისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანების შესაბამისად.
12. პერსონალური ასისტირების საჭიროების შეფასების კითხვარის ერთ დადებით შეფასებაზე დაფინასებული მომსახურეობის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 25 ლარს. თანხის ანაზღაურება ხორციელდება შეფასებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზ