1. მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა) მომსახურების მიმღების (მომსახურების მიმღების მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის) პირადი განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;
გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას.
2. მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მომსახურების მიმღების (მომსახურების მიმღების მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის) პირადი განცხადება;
ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;
დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
ე) მომსახურების მიმღების (მხარდამჭერის, კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ვ) მომსახურების მიმღების ჩართვა სხვა მსგავს პროგრამაში;
ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მომსახურების მიმღები ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
თ) მომსახურების მიმღების გარდაცვალებ