1. პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური:
ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;
გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;
დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
დანართი №4
პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერი N
გამოყენების პერიოდი: წელი _2_ _0_ _2_ ___ თვეები __. __. __. __
მომსახურების მიმღები:
სახელი: ___________ გვარი: _______________________
პირადი ნომერი: ___________________________________________
მიმწოდებელი ორგანიზაცია: ______________________________________
საიდენტიფიკაციო კოდი: ___________________________________________
გაცემის თარიღი: ____ /____ / _______
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: __________________ ბ.