1. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში“ ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი-ს დირექტორს“.

2. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს;

ა) განცხადება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული  სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა)  საჭიროების შემთხვევაში.

3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას - გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახე