საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტებია:

ა) იმ ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი, რომელსაც მიეცემა კრედიტი სახელმწიფო გარანტიით;

ბ) იმ საფინანსო დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც იყენებს გარანტიას;

გ) გარანტიის ობიექტი;

დ) გარანტიის ღირებულება;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების ფორმა;

ვ) სახელმწიფო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელშიც უნდა შესრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო ვალდებულებები;

ზ) გადახდის პირობები;

თ) პირობები, რომლის დროსაც შეიძლება განხორციელდეს გარანტია;

ი) სახელმწიფო გარანტიით მოსარგებლე ფინანსური დაწესებულების ვალდებულებები – დააბრუნოს კრედიტი და კუთვნილი პროცენტ