1. სააგენტო მოითხოვს მთლიანი საგარანტიო ვალდებულების ან მისი ნაწილის შესრულებას თუ:
ა) ოპერატორი უარს ამბობს ან სააგენტო გადაწყვეტს, რომ ოპერატორს, ფინანსური ან ტექნიკური მიზეზების გამო არ ძალუძს ხელშეკრულების რომელიმე პირობის შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საგარანტიო ვალდებულებასთან;
ბ) ოპერატორი არ ასრულებს რომელიმე პირობას, რომლის საფუძველზეც მოხდა ვალდებულების ან გარანტიის სხვა ფორმით გაცემა.
2. სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს ოპერატორს, გარანტიის გამცემს ან გარანტიის გამცემ მესამე მხარეს, საგარანტიო ვალდებულებით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის შესახებ. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის მიზეზსა და თანხის ოდენობას. მოთხოვნილი თანხა განისაზღვრება იმ კორექტირებული მოქმედებების საერთო სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, რომელიც მიმართულია ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. შეტყობინება უნდა უზრუნველყოფდეს მოთხოვნის თავიდან არიდების შესაძლებლობას, თუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში ოპერატორი, გარანტი ან გარანტორი თანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე სააგენტოს მიერ დაგენილ ვადებში.
3. თუ ვალდებულებით ან სხვა გარანტიით ინკასირებული თანხა გადააჭარბებს გამოსასწორებელი ქმედებებისა და ხელშეკრულების ყველა პირობისა და დებულების შესასრულებლად საჭირო თანხას, მაშინ სააგენტო უბრუნებს ზედმეტ თანხას იმ მხარეს, რომლისგანაც ის მიიღ