1. თუ მე-4 მუხლით გათვალისწინებული არ არის რაიმე სხვა პირობა, სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს ოპერატორს წარმოადგინოს საგარანტიო ვალდებულება (ბე ან თამასუქი), ან ვალდებულებები, რომლებიც იძლევიან ოპერატორის მიერ ხელშეკრულებისა და ამ წესებით გათვალისწინებული იმ ვალდებულებების შესრულების გარანტიას, რაც დაკავშირებუილია ნავთობისა და გაზის ნაგებობათა ლიკვიდაციასთან და ექსპლუატაციიდან გამოყვანასთან, ჭაბურღილების ლიკვიდაციის, პლატფორმების დემონტაჟის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების მავნე ზემოქმედებით დაბინძურებული ზედაპირული წყლის გაწმენდის და მიწის რეკულტივაციის, მოწყობილობისა და ნაგებობების სახელშეკრულებო ფართობიდან გატანის ჩათვლით, შემდეგ ვადებში:
ა) სააგენტოს მიერ წარდგენილი გეგმის დამტკიცების შემდეგ ორმოცდახუთ (45) დღეში;
ბ) ამ წესების ამოქმედებიდან ასოცი (120) დღის განმავლობაში, ნებისმიერი არსებული ხელშეკრულებისათვის, რომლის შესაბამისადაც დამტკიცდა გეგმა.
2. მოთხოვნილი საგარანტიო ვალდებულების წარდგენა არ არის საჭირო, თუ:
ა) ოპერატორი მთელი ფართობისათვის წარმოადგენს კვალიფიციური გარანტორის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებული ოდენობით გაცემულ საგარანტო ვალდებულებას რომელიც უზრუნველყოფს ოპერატორის მიერ საქართველოში დადებული ყველა ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულებას;
ბ) ხელშეკრულების შესაბამისად ოპერატორს მოეთხოვება გახსნას, (ან სააგენტო ეთანხმება, რომ გაიხსნას) სალიკვიდაციო ანგარიში ასეთი საგარანტიო ვალდებულების ნაცვლად, 31-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ასეთი ვალდებულების ნაცვლად, სააგენტო მიიღებს მესამე მხარის გარანტიას ან აკრედიტივს 32-ე მუხლის შესაბამისა