1. საჭირო ინფორმაცია. განაცხადი ნავთობისა და გაზის ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგებობის მშენებლობაზე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია 158-ე მუხლში.

2. დამტკიცების პროცედურა. ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და წერილობითი ფორმით აცნობოს ოპერატორს, შეესაბამება თუ არა განაცხადი ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებს და დამტკიცებულ გეგმას. ოპერატორს შეუძლია წარადგინოს ამ თავში მოთხოვნილი ინფორმაცია, როგორც გეგმის ნაწილი და შესაბამისობის დასკვნა ამ გეგმასთან მიმართებაში იქნება თვით ნებართვ