1. ნებისმიერი ვალდებულება ან სხვა გარანტია, წარდგენილი II კარის თანახმად, უნდა:
ა) ექვემდებარებოდეს სააგენტოს სასარგებლოდ თანხის გადახდას საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ) უზრუნველყოფდეს ერთობლივ ან ინდივიდუალურ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ოპერატორის, მისი პარტნიორების ან აფილირებული კომპანიის ყველა ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების შესაბამისად;
2. ამ კარის მიხედვით გათვალისწინებული ნებისმიერი საგარანტიო ვალდებულების წარდგენა ხდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით. საგარანტიო ვალდებულება უნდა გაიცეს სააგენტოსთვის მისაღები გარანტორის მიერ.
3. საგარანტიო ვალდებულებები გამოშვებულ უნდა იქნეს გაუქმების უფლების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 33-ე მუხლში.
4. როცა სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე ჭაბურღილები და ნაგებობები სათანადოდ იქნება ლიკვიდირებული, ოპერატორს შეუძლია მიმართოს სააგენტოს საგარანტიო ვალდებულებების რაოდენობის შემცირების უფლების მოსაპოვებლა