1. ხელშეკრულების შესაბამისად, ოპერატორს შეიძლება დაევალოს გახსნას სალიკვიდაციო საპროცენტო ანგარიში იმ საგარანტიო ვალდებულებების მაგიერ, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილ ყოფილიყო 29-ე მუხლის ძალით. ერთობლივი ანგარიში იხსნება სააგენტოსა და ოპერატორის სახელზე საერთაშორისო სტატუსის მქონე ბანკში. სახსრები კონკრეტული ხელშეკრულებისათვის გახსნილ სალიკვიდაციო ანგარიშზე შეტანილ უნდა იქნეს ოპერატორის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ლიკვიდაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ვალდებულებების შესასრულებლად. სალიკვიდაციო ანგარიშები პერიოდულად უნდა დაფინანსდეს ოპერატორის მიერ ნავთობისა ან გაზის საბადოს ექსპლუატაციის განმავლობაში, ისეთი მოცულობით, რომელიც ბანკის საპროცენტო განაკვეთის ჩათვლით, ლიკვიდაციის თარიღისათვის, ტოლი იქნება საბადოს ლიკვიდაციისათვის საჭირო გაანგარიშებითი ხარჯებისა.
2. თუ სააგენტო გადაწყვეტს ჭაბურღილის მიღებას ამ წესების 90-ე მუხლის შესაბამისად, მაშინ ასეთი ჭაბურღილის სალიკვიდაციო თანხები უნდა გადაეცეს სააგენტოს ჭაბურღილის საბოლოო ლიკვიდაციისა და ჩახშობისათვის.
3. თუ ხელშეკრულების სალიკვიდაციო ანგარიშებთან დაკავშირებული დებულებები ეწინააღმდეგება ამ მუხლის დებულებებს, მაშინ გამოიყენება ხელშეკრულების დებულებებ