1. 161-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად, განაცხადში ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნის ნებართვაზე, სადაც შესაძლებელია, მოცემული უნდა იყოს:
ა) ჭაბურღილის დასახელება და ნომერი, სამაგრი კოლონისა და სატუმბო-საკომპრესორო მილების კონსტრუქციის მოკლე აღწერილობით;
ბ) ჩასაჭირხნი ფლუიდების ტიპი, მოცულობა და მიღების წყარო;
გ) მტკნარი ან სამკურნალო წყლის და აღმოჩენილი კომერციული ან პოტენციურად კომერციული გეოთერმული რესურსების შემცველი ყველაზე ღრმა ფენის საგების სიღრმე;
დ) ჩაჭირხნის ინტერვალი და ფენის დასახელება(მისი არსებობის შემთხვევაში), რომელშიც ჩაიჭირხნება თხევადი ნივთიერებები;
ე) ჩაჭირხნის მეთოდი (სატუმბო-საკომპრესორო მილების, სამაგრი კოლონისა და ა.შ. საშუალებით);
ვ) ჩაჭირხნის მოსალოდნელი ყოველდღიური მოცულობა და ჩაჭირხვნის წნევა.
2. ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს იგი და წერილობითი ფორმით აცნობოს ოპერატორს ნებართვის გაცემის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებსა და დამტკიცებულ გეგმა