1. საველე გეოფიზიკურ სამუშაოებზე ნებართვის მისაღებად წარდგენილი განაცხადი, საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განცხადებას საველე გეოფიზიკურ სამუშაოებზე ნებართვის გაცემის თაობაზე;
ბ) საველე გეოფიზიკური სამუშაოების შემსრულებელი მენარდის დასახელებას და მუდმივი მისამართს;
გ) ყველა დაგეგმილი საქმიანობის დეტალურ აღწერას, ხელშეკრულების შესაბამისად;
დ) საზღვაო სამუშაოებისათვის – გემის ტიპს, რომლის მეშვეობით ჩატარდება სამუშაოები; გემის დასახელებას, სარეგისტრაციო ნომერს, გემის მფლობელის ვინაობას რეესტრის მიხედვით;
ე) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადებს;
ვ) პროექტის აღწერას, კვლევის მეთოდის დახასიათებას სეისმური ენერგიის წყაროს ჩათვლით;
ზ) მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეთოდს;
თ) სამუშაოების შესასრულებლად შერჩეული ადგილის აღწერილობას შესაბამისი გეგმის დართვით; გეგმაზე უნდა იქნეს დატანილი ტერიტორიის კოორდინატები, ადვილად დასანახი ათვლის წერტილი ნაპირზე(ზღვაზე მიმდინარე სამუშაოებისშემთხვევაში), მანძილი და მიმართულება ათვლის წერტილიდან სამუშაოების ჩატარების ტერიტორიამდე და საკვლევი ტერიტორიის სქემას;
ი) გამოსაყენებელი მოწყობილობა-დანადგარებისა და კვლევის მეთოდების დეტალურ აღწერილობას;
კ) ფეთქებადი მუხტისა და სადაც შესაძლებელია, ფეთქებადი ნივთიერებების ტიპის მიახლოებით რიცხვს და მანძილს სეისმური სიგნალის წყაროებს შორის;
ლ) წარმოდგენილი სამუშაოების შედეგად გარემოზე პოტენციურად მავნე ზემოქმედების დეტალური აღწერას და ზომებს, რომლებიც მიღებული იქნება ასეთი ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად;
მ) კერძო მიწის მესაკუთრეებისათვის კომპენსაციის ანაზღაურების პირობებს გეოფიზიკური სამუშაოების წარმოების დროს მიწის ფართობისათვის მიყენებული დაზიანებისათვის.
2. ოპერატორის მიერ საველე - გეოფიზიკურ სამუშაოებზე ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთების მომენტიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გაანალიზოს განაცხადი და წერილობითი ფორმით შეატყობინოს ოპერატორს გადაწყვეტილება იმის შესახებ: შეესაბამება თუ არა განაცხადი ხელშეკრულებას, კანონს დამტკიცებულ გეგმას და წესების დებულებებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მოწყობილობები და პერსონალი უკვე იმყოფება სახელშეკრულებო ფართობზე, სააგენტომ წერილობით ან სიტყვერად უნდა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე ოპერატორს, განაცხადის მიღების მომენტიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაშ