1. გარდა წინასწარი ღონისძიებებისა, IX თავში აღწერილი ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე ოპერატორმა ნებართვის ასაღებად უნდა გააკეთოს განაცხადი ამ წესების II, V, VI, VIII, IX და XI კარების დებულებების შესაბამისად. ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე ოპერატორმა სააგენტოსგან უნდა მიიღოს წერილობითი შეტყობინება განაცხადის დამტკიცების შესახებ. განაცხადის დამტკიცება არ შეიძლება შეჩერდეს ან დაგვიანებულ იქნეს დაუსაბუთებლად. წერილობითი შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ოპერატორის მთავარ ოფისში ფოსტის, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც იძლევა დოკუმენტის ასლის მიღების შესაძლებლობას. სააგენტოს სიტყვიერ თანხმობას მაშინვე უნდა მიჰყვეს წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა გაეგზავნოს ოპერატორის მთავარ ოფისს. სააგენტოს მიერ კონკრეტულ ნებართვაზე შემოსული განაცხადის დამტკიცების წერილობითი შეტყობინება წარმოადგენს თვით ნებართვას.

2. სააგენტოს უფლება აქვს უარყოს განაცხადი მხოლოდ წერილობითი ფორმით და კონკრეტული მიზეზის დასახელებით.

3. თუ სააგენტო არაფერს არ მოიმოქმედებს განაცხადის დამტკიცებასთან დაკავშირებით ამ წესებით განსაზღვრულ ვადებში, განაცხადი ჩაითვლება დამტკიცებულად და შესაბამისად, ნებართვა ჩაითველება გაცემულად. თუ წესებით განსაზღვრული არ არის განაცხადის დამტკიცების ვადები, მაშინ ნებართვაზე განაცხადის მიღებიდან სააგენტოს პასუხამდე დგინდება ხუთ (5) დღიანი ვად