1. ოპერატორს შეუძლია გამოიყენოს სტანდარტები, ნორმები, სერტიფიკაციის პროცედურები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც დამტკიცებულია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის ორგანოებისა და სააგენტოების მიერ და მიღებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საქართველოსა ან რუსეთის ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი უწყებების/სააგენტოების ან ჯანმრთელობის, გარემოსა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო უწყებების მიერ.

2. ოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ასეთი სტანდარტები, ნორმები და წესები, თუ არ ირღვევა ამ წესების მე-16 მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც მომზადებულია ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ როგორიც არის: ბურღვის მენარდეების საერთაშორისო ასოციაცია (IADC), გეოფიზიკური მენარდეების საერთაშორისო ასოციაცია (IAGC), ნავთობისა და გაზის მომპოვებლების საერთაშორისო ასოციაცია (OGP), გაერო (UN), ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი (API), სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), ინჟინერ-მენავთობეების საზოგადოება (SPE), ნავთობის მსოფლიო კონგრესი (WPC), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ლოიდის რეესტრი, ამერიკის გადაზიდვების ბიურო (ABS), „დენ ნორსკ ვერიტას“ (DNV), ნავთობის ინსტიტუტი (IP), ევროკავშირი (EU).

3. ამ დოკუმენტების გამოყენების ერთადერთი მიზნია დაეხმაროს ოპერატორს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესასრულებლად აუცილებელი სტანდარტებისა და საუკეთესო და უსაფრთხო ტექნოლოგიების შერჩევაში. ნავთობისა და გაზის ოპერაციების საუკეთესო და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს მათი პრაქტიკულობა, ეკონომიკური მიზანშეწონილობა და საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები – უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კუთხი