1. 156-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად, განაცხადებში ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების ნებართვაზე, სადაც შესაძლებელია, მოცემული უნდა იყოს:
ა) ნავთობისა და გაზის გასატანი ნარჩენების ტიპი და მოსალოდნელი მოცულობა;
ბ) ნარჩენების წარმომქმნელი წყაროს ტიპი და დასახელება;
გ) იმ ტერიტორიის გეგმა, სადაც განხორციელდება ნარჩენების განთავსება;
დ) ნარჩენების გადასამუშავებელი ნაგებობების და სადაც შესაძლებელია, გადამუშავების მეთოდების აღწერა.
2. ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების ნებართვაზე განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და აცნობოს ოპერატორს წერილობითი ფორმით განაცხადის შესაბამისობის შესახებ დამტკიცებულ გეგმასთან, ამ წესების დებულებებთან, ხელშეკრულებასა და კანონთან მიმართებაშ