1. XXXVIII და XXXIX თავების შესაბამისად, განაცხადი გაზის დაწვასა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევაზე, სადაც შესაძლებელია, უნდა შეიცავდეს:
ა) გაზის დაწვისა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევის მიზეზს;
ბ) იმ ტერიტორიის / ნაგებობების დასახელებას და ადგილმდებარეობას, სადაც მოხდება გაზის დაწვა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევა;
გ) დასაწვავი ან ატმოსფეროში გასაფრქვევი გაზის მოსალოდნელ მოცულობას და წვის ან გაფრქვევის ხანგრძლივობას;
დ) დამწვარი ან აალებული გაზის რაოდენობას გამოსახულს ბრიტანეთის თბურ ერთეულში (B
TU) და დასაწვავი ან გასაფრქვევი გაზის არამეთანური წარმოშობის კომპონენტებს.
2. სააგენტომ უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება გაზის დაწვისა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევის ნებართვაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით წესების 133-ე მუხლის შესაბამისად.
საგარანტიო ვალდებულებების წარდგენის მოთხოვნე