ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, სააგენტომ თითოეული ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ რეესტრში უნდა შეიტანოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა);
ბ) სარეგისტრაციო ნომერი და გაცემული ავტორიზაციის დეტალები (ცალკეული ავტორიზაცი(ებ)ის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდები ან ნომრები, წარმოების კონკრეტული პირობები და ავტორიზაციასთან/ავტორიზაციებთან დაკავშირებული შესაბამისი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია;
გ) შესაბამისი კოორდინატთა სისტემით განსაზღვრული ყველა ფერმის (შეძლებისდაგვარად გამოყენებულ უნდა იქნას GIS კოორდინატები) გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;
დ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ჩამდინარე წყლების გაწმენდი/დამუშავების სისტემა;
ე) ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში ჰენდლინგს დაქვემდებარებული აკვაკულტურის ცხოველების სახეობები.
აკვაკულტურის ზონებისა და კომპარტმენტების ჯანმრთელობის სტატუსი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის მე-11 მუხლის გამოყენების