1. კომპარტმენტი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ფერმისგან ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისგან, კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის სტატუსი დამოკიდებულია ამ დაავადებასთან დაკავშირებულ გარშემო არსებული ბუნებრივი წყლების ჯანმრთელობის სტატუსზე და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. კომპარტმენტი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან მეტი ფერმის, ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ან ფერმების ჯგუფისგან ან კლასტერისგან, შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ფერმების ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის სხვა ჯგუფებისგან ან კლასტერებისგან დაშორებისა, იმ პირობით, რომ კომპარტმენტის შემადგენელი ყველა ფერმა ბიოუსაფრთხოების ერთიან სისტემაში შედის. კომპარტმენტის გეოგრაფიული დემარკაცია მკაფიოდ უნდა იყოს რუკაზე აღნიშნული.
3. კომპარტმენტი, სადაც სამიზნე ზედამხედველობის განხორციელებამდე ინფექციის სტატუსი უცნობი იყო კომპარტმენტში ან კომაპარტმენტის გარშემო მდებარე ბუნებრივ წყლებში (მაგალითად დაავადების კლინიკური გამოვლინებისთვის ხელშემწყობი პირობების არარსებობის გამო), შეიძლება დაავადებისგან თავისუფალად ჩაითავლოს, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის 55-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. თითოეული ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი შეიძლება დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ დაკისრებულ დამატებით ღონისძიებებს, დაავადების პრევენციის აუცილებლობის შემთხვევაში. ამგვარი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს კომპარტმენტის გარშემო შექმნილ ბუფერულ ზონას, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი და დამატებითი დაცვა პათოგენების შესაძლო გადამტანებისა და ვექტორების შეჭრის საწინააღმდეგოდ.
5. კომპარტმენტი, რომლებიც შედგება ერთი ან მეტი ინდივიდუალური ფერმისგან, სადაც კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სტატუსი არ არის დამოკიდებული გარშემო არსებულ ბუნებრივი წყლების ჯანმრთელობის სტატუსზე, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-6-მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
6. კომპარტმენტი შეიძლება შედგებოდეს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილისაგან:
ა) ინდივიდუალური ფერმისგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, რამდენადაც გარშემო წყლებში არსებული ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსი მასზე არ ახდენს გავლენას;
ბ) ერთ ფერმაზე მეტისგან, სადაც კომპარტმენტში შემავალი თითოეული ფერმა აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მაგრამ ფერმებს შორის ცხოველების დიდი რაოდენობით გადაადგილების გამო შეიძლება ჩაითვალოს ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულად, თუ ყველა ფერმა ექვემდებარება ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემას.
7. კომპარტმენტი უნდა მარაგდებოდეს წყლით ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:
ა) წყლის გამწმენდი/დამამუშავებელი საამქროსგან, რომელიც ინაქტივაციას უკეთებს შესაბამის პათოგენს დაავადების შემოჭრის რისკის მისაღებ დონემდე დასაყვანად;
ბ) პირდაპირ ჭიდან, ჭაბურღილიდან ან წყაროდან. თუ წყლის ამგვარი წყარო მდებარეობს ფერმის ტერიტორიის გარეთ, წყალი მილით უნდა მიეწოდოს პირდაპირ ფერმას.
8. კომპარტმენტში არსებულ თითოეულ წყლის ცხოველების ფერმაში გარშემო არსებული წყლის წყაროებიდან შესვლის პრევენციისთვის უნდა არსებობდეს ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერები.
9. საჭიროების შესაბამისად, კომპარტმენტი დაცული უნდა იქნეს წყალდიდობისგან და გარშემო მდებარე წყლის წყაროს ინფილტრაციისგან;
10. კომპარტმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 55-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11. დაავადების შეჭრის პრევენციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კომპარტმენტი შეიძლება დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ დაწესებულ დამატებით ღონისძიებებს. ამგვარი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს დამატებითი დაცვას პათოგენების შესაძლო გადამტანებისა და ვექტორების შეჭრის საწინააღმდეგო