1. ახალი ფერმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-7-მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ რომელიც იწყებს აკვაკულტურის ცხოველებით საქმიანობას დაავადებისგან თავისუფალი კომპარტმენტიდან, შეიძლება დაავადებისგან თავისუფლად ჩაითვალოს საჭირო ნიმუშების აღების გარეშე.
2. ფერმა, რომელიც შესვენების მერე ხელახლა იწყებს საქმიანობას დაავადებისგან თავისუფალი კომპარტმენტის წყლის ცხოველებით და აკმაყოფილებს ამ წესის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიძლება დაავადებისგან თავისუფლად ჩაითვალოს, საჭირო ნიმუშების აღების გარეშე, იმ პირობით, რომ:
ა) სააგენტოსთვის ცნობილია ფერმის ჯანმრთელობის ისტორია, მისი საქმიანობის ბოლო ოთხი წლის მანძილზე;
ბ) ფერმა არ ყოფილა დაქვემდებარებული, ამ წესის დანართი №3-ით ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით, ცხოველთა ჯანმრთელობის ღონისძიებებს და ფერმაში არ ყოფილა ამ დაავადებების წინამორბედი მდგომარეობა (ნიშნები);
გ) აკვაკულტურის ცხოველების, კვერცხის ან გამეტის შეტანამდე, ფერმა დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაიცალა, დაცლის პერიოდის გათვალისწინებით.
საგანგებო გეგმების კრიტერიუმები და მოთხოვნე